ავტორი:

ლენინის მავზოლეუმს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს - მოსკოვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ლენინის მავზოლეუმს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს - მოსკოვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმთან დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მავზოლეუმს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია" წერს.

მათივე ცნობით, დაკავებული პოლიციაში გადაიყვანეს.

ტელეგრამ არხის, "მაშის“ ინფორმაციით, დაკავებული ქალაქ ჩიტას მკვიდრი, 37 წლის კონსტანტინე სტაჩუკოვია.

შემთხვევა 17 ივლისს, გვიან საღამოს მოხდა. "მოლოტოვის კოქტეილმა" ვერ მიაღწია მავზოლეუმამდე და ის ქვაფენილზე აალდა. ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაკავებისას სტაჩუკოვმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ცნობით, მას ორი თვის წინაც ჰქონდა პრობლემები სამართალდამცველებთან, მაშინ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.