ავტორი:

თინა კანდელაკი თვლის, რომ დასავლეთმა "წითელი ხაზები" გადაკვეთა და რუსეთმა ამისთვის პასუხი უნდა გასცეს - "პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პასუხი იქნება"

თინა კანდელაკი თვლის, რომ დასავლეთმა "წითელი ხაზები" გადაკვეთა და რუსეთმა ამისთვის პასუხი უნდა გასცეს - "პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პასუხი იქნება"

პუტინის მეხოტბე და კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი აზრით, დასავლეთმა უკვე "წითელი ხაზები" გადაკვეთა და დროა, რუსეთმა ამისთვის სათანადო პასუხი გასცეს:

თინა კანდელაკი:

- როდესაც ისტორიკოსები დაწერენ მეორე ყირიმის ომის ისტორიას, ისინი აუცილებლად შეეცდებიან ახსნან, რას ნიშნავს ცნება „წითელი ხაზები“. ის წითელი ხაზები, რომლებიც დასავლეთმა ან გადალახა რუსეთის წინააღმდეგ ომში, ან ჯერ არ მისულა წითელ ხაზამდე, ან დიდი ხანია დატოვა.

დრონები კრემლზე, მკვლელობები რუსეთში, ბელგოროდის დაბომბვა, პერფორმანსი გვამებით ბუჩაში, პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი და ისევ ყირიმის ხიდი, დაღუპული სამოქალაქო პირები. კითხვა მაქვს, სად არის ის ხაზი, რომლის იქითაც მექანიზმი ამოქმედდება. და მტერს მტერი დაერქმევა... და ბოლოს და ბოლოს მოვისმენთ, რომ არ გვჭირდება საელჩოები და წარმომადგენლები ინგლისის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბელგიის, რომლებიც სავსეა აგენტებით.

ეს ადამიანები სეირნობენ მოსკოვში, დადიან რესტორნებში იმ დროს, როცა მათი იარაღი რუსეთის არმიის ჯარისკაცებს კლავს. სად არის ის ხაზი, რომლის იქითაც პოლონელების უხეშობა და ბრიტანელების ცინიკური ქედმაღლობა შეიძლება ყველგან შენიშნო, გარდა მოსკოვისა?

ახლა რუსეთი პასუხს ელოდება. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის იქნება. ეს სწორი და დროული სიტყვებია. წარსული გვაჩვენებს, თუ რისი მოთმენა არ შეიძლება" - წერს კანდელაკი Telegram არხზე.