ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის უნებართვოდ კვეთისთვის ამერიკის მოქალაქე დააკავეს

ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის უნებართვოდ კვეთისთვის ამერიკის მოქალაქე დააკავეს

აშშ-ის მოქალაქე, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მამაკაცი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სოფელში მდებარე ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში ტურზე იმყოფებოდა. ესაა ადგილი, რომელსაც ორივე მხარის შეიარაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ.

"აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DPRK) სამხედრო სადემარკაციო ხაზი. ჩვენი რწმენით, ის ამჟამად კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება. ინციდენტის მოსაგვარებლად კორეის სახალხო არმიასთან გვაქვს კონტაქტი", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ორ კორეას ჰყოფს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამაგრებულ ტერიტორიად ითვლება. ის სავსეა ნაღმებით, მავთულხლართებით და სათვალთვალო კამერებით. შეიარაღებული მესაზღვრეები კი, 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან.

ყოველწლიურად, ჩრდილოეთ კორეიდან ათობით ადამიანი გარბის, მაგრამ დემილიტარიზებული ზონის გავლით გაქცევა ძალზე საშიში და იშვიათია. ამჟამად, ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაში ექვსი სამხრეთ კორეელი იმყოფება.

წყარო: telegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა