ავტორი:

ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს

ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს,  ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს

ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონო გაყვანაზე პასუხი უნდა აგოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა საერთაშორისო დონეზე ყველა საჭირო ზომას უნდა მიმართონ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლის სამართლის დევნა გახდეს შესაძლებელი.

„ისინი უკრაინელი ხალხის გენოციდში ეჭვმიტანილად უნდა იყონ ცნობილი“, - აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი.