ავტორი:

"მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა "ჭიჭე“ ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას“ - "ქურქუმალ ვაითს“ რომ "ჭიჭე“ ვაშაძით ჩაანაცვლებ..." - ალუდა ღუდუშაური

"მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა "ჭიჭე“ ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას“ - "ქურქუმალ ვაითს“ რომ "ჭიჭე“ ვაშაძით ჩაანაცვლებ..." - ალუდა ღუდუშაური

მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა "ჭიჭე“ ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას“, "ქურქუმალ ვაითს“ რომ "ჭიჭე“ ვაშაძით ჩაანაცვლებ, რაიმე სერიოზულ შედეგზე მოლოდინი არ უნდა გქონდეს, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობისა“ და "სტრატეგია აღმაშენებლის“ თანამშრომლობის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, მსგავს გაერთიანებას შედეგი არ ექნება.

"ესენი არსად წასულან თავის დროზე, უბრალოდ, შიდა დაპირისპირების და კინკლაობის შედეგი იყო ეს ყველაფერი. სინამდვილეში ესენი ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" ბედის ქვეშ იყვნენ და მათი მომავალიც ცხადია, საერთო იყო. აქედან გამომდინარე, ხდება კვლავ მათი ერთად შერწყმა. რაც მალე მოხდება ეს, უკეთესია ხალხისთვის, რადგან დადასტურდება, რომ სინამდვილეში ესენი არიან ერთი მთლიანის ნაწილები,"- განაცხადა ღუდუშაურმა.