ავტორი:

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, 2 წლის გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და პალატაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.