ავტორი:

ჯიჯი ჰადიდი მარიხუანას შენახვის ბრალდებით დააკავეს

ჯიჯი ჰადიდი მარიხუანას შენახვის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი მარიხუანას შენახვის ბრალდებით დააკავეს. დასავლური მედიის თანახმად, მოდელი კაიმანის კუნძულზე, ოუენ რობერტსის საერთაშორისო აეროპორტში, 10 ივლისს დააკავეს.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ჰადიდი კაიმანში, მეგობართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რა დროსაც საბაჟოზე მას ბარგში მარიხუანა აღმოუჩინეს. ის პოლიციამ დააკავა და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანა. მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჯიჯი ჰადიდის წარმომადგენლის განცხადებით, მოდელი ნიუ-იორკში შეძენილ სამედიცინო მარიხუანას ფლობდა.

ორი დღის შემდეგ, 12 ივლისს, ჰადიდს და მის მეგობარს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ორივე მათგანმა დანაშაული აღიარა. Cayman Marl Road-ის ცნობით, ისინი 1000 დოლარით დაჯარიმდნენ. სასამართლომ მათ კუნძულზე დარჩენის უფლება მისცა.