ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად 22 წლის ახალგაზრდას ეკუთვნის, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ.
„დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს. ვერასდროს ვნახავ და ძველებურად ვეღარ ვიხალისებთ.
ყველაზე საშინელი ზაფხული არის და ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მიყვარხარ ძალიან ლუკა, ჩემი დიდი იმედი იყავი, ჩემს სიცოცხლეში მუდამ მეყვარები ჩემო ძამიკო გული მტკივა ჩემო ყველაზე გულიანო ბიჭო” - წერს ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი.
შეგახსენებთ, ახალგაზრდას სამართალდამცავები და ახლობლები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას მერე, რაც პოლიციამ მისი ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო. ზღვაში მყვინთავები მუშაობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.