საქართველოში წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 02:38 საათზე დაფიქსირდა, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა.
მეორე მიწისძვრა კი გამთენიისას, 04:54 საათზე ქალაქი დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.