ავტორი:

ზესტაფონში, მდინარე ძუსაში 18 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ზესტაფონში, მდინარე ძუსაში 18 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ზესტაფონში მდინარე ძუსაში მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ნახეს. ადგილობრივების თქმით, ის ორი დღის წინ გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა. მას სამი დღის განმავლობაში ნეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.