ზაფხული თავგადასავლების დროა, როდესაც რეალობისა და ოცნების გზაჯვარედინზე ვიმყოფებით და სწორედ ამ მომენტში იქცევა წიგნები ჩვენს საიმედო მეგზურად, უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში. ზაფხულში კითხვა არა მხოლოდ გასართობი ჰობია, არამედ ცხოვრების გემოს შეგრძნების ხელოვნებაც. მომხიბლავი ისტორიები აღვიძებს ჩვენს კრეატიულობას და წარმოსახვას, რაც საშუალებას გვაძლევს გავხდეთ საინტერესო თავგადასავლების მომსწრენი და განვიცადოთ დაუვიწყარი მომენტები ზღვაზე, ძველი ხეების ჩრდილში, ან ჩამავალი მზის სხივების ქვეშ.
საზაფხულო წიგნების კითხვას შეუძლია ახალი ფერები შემატოს ჩვენს ემოციებს, გვასწავლოს წვრილმანების დაფასება, გვაპოვნინოს ჰარმონია ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან და მოგვცეს მოტივაცია, რომელსაც ასე ვსაჭიროებთ.
ჩვენ გირჩევთ ზაფხულში საკითხავ ტოპ 3 წიგნს “ლურჯი ოკეანეს“ სერიიდან, რომელთა გვერდებს შორის, შეგიძლიათ იპოვოთ საკუთარი თავი, გამოავლინოთ თქვენი ფარული სურვილები და იპოვოთ ის, რასაც დიდი ხანია ეძებდით. ზაფხული ოცნებების დროა, კითხვა კი მათი ახდენის გზაა.
იკიგაი უძველესი იაპონური იდეოლოგიაა, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური მიმდინარეობა. იკიგაის იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგსაც აღწევენ. ის ოთხ მიმართულებას აერთიანებს: მისიას, მოწოდებას, პროფესიას და გატაცებას. სწორედ ამ ოთხეულის ერთმანეთთან ჰარმონიზაციით იპოვით საკუთარ თავში იკიგაის. ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის წიგნი „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ სწორედ იკიგაის იდეოლოგიის მიხედვით დაიწერა. წიგნი მსოფლიო ბესტსელერია.
იკიგაის აღმოჩენა გამბედაობას მოითხოვს, მის ძიებაში კი ეს წიგნი დაგეხმარებათ. გაეცნობით მრავალ საინტერესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად დაგანახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გასწავლით სტრესის მართვის სტრატეგიებს. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ. გაიგებთ, როგორც შეგვიძლია მარცხით გაძლიერება და ცხოვრებისეული სირთულეების შესაძლებლობებად გადაქცევა. ეს წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მოიცავს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ სავარჯიშოებს და ჯანსაღი კვების წესებს. თავად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის მისაღები და სასურველი ვარჯიში. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ თქვენი იკიგაის აღმოჩენაში, რომელიც მდგომარეობაა აქ და ახლა, ჰარმონიაა საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან.
გერი ჩეპმენის - "სიყვარულის ხუთი ენა" მსოფლიო ბესტსელერია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. გერი ჩეპმენის საერთაშორისო ბესტსელერმა ქორწინებაში მყოფ მილიონობით წყვილს დაუბრუნა ან გაუმძაფრა სიყვარულის განცდა, სიყვარულის ხუთი განსხვავებული ენის გამოვლენით. წყვილები, რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში - მათ იციან, თუ როგორ აგრძნობინონ ერთმანეთს ღრმა და ჭეშმარიტი სიყვარული.
გიფიქრიათ როგორ გამოხატავთ და იღებთ სიყვარულს? როგორ აკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგიძლიათ ისწავლოთ სიყვარული? - ამ ყველაფერზე პასუხს წიგნში იპოვით!
ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება.
ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან. თავის ნოვატორულ, მოზომილ და ღრმაშინაარსიან წიგნში, ასეთი ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაყრდნობით, ის გვთავაზობს სხვებზე მორგების ალტერნატივებს, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და უკეთესი ცხოვრების სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.
R