ავტორი:

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები შესაძლოა მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავდნენ

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები შესაძლოა მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავდნენ

ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“შესაძლოა უახლოეს პერიოდში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ.

ამ მიზნით ეფ-ეს-ბეს “სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი" საოკუპაციო კონტინგენტის პირად შემადგენლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების თითქოსდა მომზადების და ელექტროსადგურის დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს", - წერია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს ატომური ელექტროსადგურის “შტურმი" მოხდება, რომელშიც “საშტურმო ჯგუფები" და დაუსახელებელი “უკრაინის მოხალისეობრივი შეიარაღებული ჯგუფები" მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინის დაზვერვას მიაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება ოკუპანტების მიერ “სხვისი დროში ქვეშ" ოპერაციის მომზადებაზე შეიძლება მეტყველებდეს, რაც ზაეს-ზე მასშტაბურ ავარიას გამოიწვევს.