ავტორი:

"დედაჩემს "ვივამედთან" ტვ “ნადეჟდას” და მოპარული "რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ..." - მიხეილ სააკაშვილი

"დედაჩემს "ვივამედთან" ტვ “ნადეჟდას” და მოპარული "რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ..." - მიხეილ სააკაშვილი

"დედაჩემს "ვივამედთან" ტვ “ნადეჟდას” და მოპარული "რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები "ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს...“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

"დედაჩემს "ვივამედთან" ტვ “ნადეჟდას” და მოპარული "რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები "ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას.

თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ, ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით.

მთელს მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება. საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა ეს ალბათ, საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ."

წაიკითხეთ ასევე: