ავტორი:

არ გამოტოვო "ბარბის" პრემიერა - ფასდაკლება და კინოს ბილეთები საჩუქრად "პეპელასგან"

არ გამოტოვო "ბარბის" პრემიერა - ფასდაკლება და კინოს ბილეთები საჩუქრად "პეპელასგან"

„ბარბის“ ახალი ფილმის გამოსვლამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა ამ ლეგენდარული სათამაშოს შესახებ. მსოფლიო ტრენდებში კი საქართველოც ჩაერთო.

ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, სათამაშოების ყველაზე დიდი ქსელი „პეპელა“, რომელიც „ბარბის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებელს ბარბის კვირეულს სთავაზობს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ფასდაკლება, ისე საჩუქრები.

გათამაშება კინოთეატრ „კავეასთან“ ერთად დაიგეგმა და ერთი კვირის განმავლობაში ფილმზე „ბარბი“ 30 ცალი ბილეთი გათამაშდება. გათამაშების კითხვები კი პერიოდულად „პეპელას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ფასდაკლებას, „პეპელას“ ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით „ბარბის“ სათამაშოების სრულ ასორტიმენტზე 30% ფასდაკლება იმოქმედებს. შეთავაზება 23 ივლისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „პეპელაში“ „ბარბის“ ორიგინალი სათამაშოების მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი.

R