ავტორი:

81 წლის ექიმი თუშეთიდან The Guardian-ის ფოტოობიექტივში მოხვდა - ულამაზესი ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან

81 წლის ექიმი თუშეთიდან The Guardian-ის ფოტოობიექტივში მოხვდა - ულამაზესი ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან

81 წლის ირაკლი ხვედაგურიძე ერთადერთი ლიცენზირებული ექიმია საქართველოს მთიან რეგიონ თუშეთში, რომელიც შემცირებულ თემს ემსახურება. მისი მთავარი დამხმარე თეთრი ცხენი, სახელად - ბიჭოლაა, რომლის წყალობით ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე ექიმი თავის პაციენტებამდე მიდის.

როცა თოვლი მოდის და ის საკმაოდ დიდია ამ რეგიონში, ხვედაგურიძე გადასაადგილებლად არყის ხის ფიცრებისგან საკუთარი ხელით გამოჭრილ თხილამურებს იყენებს.

გამოცემა The Guardian-მა ექიმის ყოველდღიურობას ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა და 81 წლის ექიმის პარალელურად, თუშეთის საუცხოო სილამაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

ირაკლი ხვედაგურიძე ფოტოგრაფ Tomer Ifrah-ის ობიექტივში მოხვდა, რომელსაც სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის უმუშავია, როგორებიც არის - The New Yorker , Financial Times Weekend Magazine , British Journal of Photography , The Guardian , CNN და Bloomberg Businessweek Magazine და ა.შ.

ირაკლი ხვედაგურიძე სოფელ ბოჭორნაში, საკუთარი სახლის ვერანდაზე. მის უკან არის მისი თხილამურები, რომლებსაც დიდი თოვლის დროს იყენებს.

  • ცნობისათვის, ბოჭორნა ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული სოფელია ევროპაში.

იგი მუშაობს ახალი სახლის მშენებლობაზე ბოჭორნაში, რომელიც მდებარეობს მისი ამჟამინდელი სახლიდან რამდენიმე მეტრში.

ხვედაგურიძე პაციენტის მოსანახულებლად ცხენით მიემართება. ამჯერად პაციენტი მწყემსია.

ცხენზე ამხედრებული ექიმი სამედიცინო შემოვლის დროს.

ექიმი მწყემსის სახლში, რომელსაც უტარებს პირველად სამედიცინო გამოკვლევებს.

დაისი ზემო ომალოსკენ მიმავალ გზაზე.

სოფელ შენაქოში, დეკემბრისთვის უჩვეულო რამდენიმე მზიანი დღის შემდეგ.

ცხენზე ამხედრებული ხვედაგურიძე კვეთს მდინარეს და ომალოდან სოფელ შენაქოსკენ მიემართება, რათა რამდენიმე დღით თავისი ცხენი, ბიჭოლა, მეგობართან დატოვოს.

დეკემბერში, ომალოდან ბოჭორნაში ფეხით მიმავალი ექიმი.

ომალოში განთავსებულია მედპუნქტი, სადაც ექიმი სამედიცინო მარაგის შესავსებად მიდის.

სახლი ბოჭორნაში. ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში ტემპერატურა აქ -30 გრადუსამდე ეცემა.

ველური ცხენები დილით ადრე ომალოში. ზამთრის ცივი თვეების დადგომამდე ცხოველების უმეტესობა ბარში ინაცვლებს.

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა