ავტორი:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უკრაინაში 240 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უკრაინაში 240 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 680 ჯარისკაცი, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა, 4 ტანკი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 240 690-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 133 ტანკს, 8 080 ჯავშანტექნიკას, 4 610 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 7 145 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 933 უპილოტო საფრენ აპარატს, 686 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 298 ფრთოსან რაკეტას.