საერთაშორისო გადაზიდვებით საქართველოში ათასობით ადამიანი სარგებლობს და მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. აღნიშნულ სერვისზე მოთხოვნა მაღალია როგორც კომერციული მიზნებისთვის, ისე პირადი მოხმარებისთვის, რის გამოც როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადამზიდ კომპანიებს შორის მაღალი კონკურენციაა.
საინტერესოა, როგორ უნდა შევარჩიოთ გადამზიდი კომპანია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დროს? ამის შესახებ დეტალურად საუბრობს სფეროს წარმომადგენელი სალომე სამუშია, რომელსაც ლოგისტიკურ კომპანია „ინტერ ლოჯისტიკს-ში“ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დაგროვილი:

თქვენი შეფასებით, როგორია დღეს გადაზიდვების ხარისხი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით?
ლოგისტიკა ფართო, კომპლექსური სფეროა, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების ყველა სერვისს აერთიანებს, როგორც ტვირთის მომზადებას, ისე გადაზიდვის პროცესის მეთვალყურეობასა და დანიშნულების ადგილზე მიწოდებას, რასაც უამრავი დეტალი ახლავს. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ყველა შესაძლო ხელის შემშლელი ფაქტორი, რომელიც დაარღვევს ზემოთ აღნიშნული დეტალების ერთობლიობას.
წარმატებული მუშაობისთვის აუცილებელია, დამკვეთთან და მომწოდებელთან სწრაფად დაკავშირების შესაძლებლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რაც სანდო და მეგობრულ გარემოს ქმნის.
რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა გადამზიდი კომპანიის შერჩევისას? რას უნდა მიაქციოს ყურადღება პირველ რიგში?
მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, გადამზიდი კომპანია სთავაზობს თუ არა მომსახურების სრულ სერვისს, რაც გულისხმობს შემდეგს: ტვირთების უსაფრთხო და დროულ გადაზიდვას, ტვირთის დაზღვევას, შიდა მიწოდების უზრუნველყოფას, საბაჟო მომსახურებასა და ტვირთის დასაწყობებას.
უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებელი კომპანიის შერჩევის დროს პირველ ეტაპზე ინტერესდება ტარიფებით. ვურჩევ, ერთმანეთს შეადაროს ტარიფები და შეთავაზებულ ფასში რამდენად სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს კომპანია და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
საინტერესოა, ზოგად ჭრილში რომ განვიხილოთ, გადამზიდ კომპანიებს რა პოლიტიკა აქვთ დაკარგულ ნივთებთან ან ამანათის ჩამოსვლის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით? როგორ იცავენ მომხმარებლის უფლებებს?
სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს ტვირთის დაზღვევა, რომელიც ტვირთის დაკარგვის ან დაზიანებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. „ინტერ-ლოჯისტიკსს“ აქვს სოლიდური თანხის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ პასუხისმგებელნი ჩვენს მიერ განხორციელებულ გადაზიდვაზე. მომხმარებელმა ამ დეტალს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს, რათა სამომავლო უსიამოვნება და დისკომფორტი აირიდოს თავიდან.
რაც შეეხება ვადების გადაწევას სატრანსპორტო კომპანიამ დამკვეთთან თანამშრომლობის დაწყებისთანავე უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაძლო ფაქტორი და დროულად აცნობოს მას ნებისმიერი შეფერხების შესახებ. ამ დროს კომუნიკაცია და მომხმარებლის ინფორმირებულობა ტვირთის ადგილსამყოფელთან და თარიღთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია და გადამზიდის რეპუტაციაზე დადებითაც აისახება.
ალბათ ხშირად გინახავთ სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფში გადამზიდით უკმაყოფილო მომხმარებლების პოსტები, რომლებიც ფასებს და ასევე დაკარგულ ნივთებს ეხება. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ვითარებას?
მე შემიძლია განვიხილო, როგორ უდგება ჩვენი კომპანია აღნიშნულ საკითხს: ბაზრის კვლევის საფუძველზე მომხმარებელს ვთავაზობთ კონკურენტულ ფასსა და დაზღვევას, რათა დაკარგვით გამოწვეული უსიამოვნება თავიდან ავირიდოთ.
ამასთან, ტვირთების დროული ტრანსპორტირება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. იმის გამო, რომ ჩვენი სერვისი ითვალისწინებს საბროკერო და საბაჟო მომსახურებასა და გვაქვს გათვალისწინებული სასაწყობე ადგილები სხვადასხვა ქვეყანაში, ვახერხებთ პრობლემების პრევენციას.
როგორც აღვნიშნე, „ინტერ ლოჯისტიკსი“ ტვირთების გადაზიდვას დაზღვევის გარეშე არ ახორციელებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დამკვეთს ზარალი აუნაზღაურდება.
R