ავტორი:

ადამიანი, რომელმაც უამრავ განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვების დახმარებას ცდილობს - ჩვენც შეგვიძლია მისი მხარდაჭერა

ადამიანი, რომელმაც უამრავ განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვების დახმარებას ცდილობს -  ჩვენც შეგვიძლია მისი მხარდაჭერა

ცნობილმა მწერალმა მარიამ ხუცურაულმა, ლიტერატურული პრემია "საბას“ მფლობელმა, რომელიც ხშირად "სანათას“ ფსევდონიმით წერს და რომელსაც თანამედროვე ხვარამზესაც კი ვუწოდებთ ხოლმე, ფეისბუკში პოსტი-მოწოდება გამოაქვეყნა:

"არიან ადამიანები, ვისთვისაც ერთი სიცოცხლე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ცოტაა და ხანმოკლეა. ასეთ ადამიანებს ღმერთი გამოარჩევს ხოლმე და ბედსაც, განსაცდელსაც და საქმე-საკეთებელსაც განსაკუთრებულს, გამორჩეულს და ძალიან მნიშვნელოვანს აძლევს!

ერთი ასეთი გამორჩეული ქალი, ქეთი შარმიაშვილი ცხოვრობს სიონშიც.

ქალი მოარული სიმღერა და ხალისი. სიონსა და თიანეთში მრავალი ზეიმის მოთავე და ორგანიზატორი ქალი. ქალი რომელიც იმდენ ადამიანში განაწილდა, რამდენი ბავშვიც მუსიკის სასწაულს აზიარა და აამღერა. უკვე ლეგენდად ქცეული თეო ქუმსიაშვილის აღმომჩენი და პირველი მასწავლებელი.

ქალი, რომელმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტკივილი, უამრავი ოპერაცია გადაიტანა და არ გატყდა, სიცოცხლის განუზომელი სიყვარულის ძალით უკურნებელი დაავადება დაამარცხა!

ქალი, რომელიც მეორე სიცოცხლეს ცოცხლობს და კვლავ თავის საყვარელ საქმიანობას განაგრძობს - დაეძებს და პოულობს ნიჭიერ ბავშვებს სიმღერის სასწავლებლად. მისი დამსახურებით და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ნახევარი წლის წინ აღდგა ანსამბლი "სიონის ზარები".

ეს ღონისძიება ქეთის თავდაპირველად ჩაუფიქრებია, როგორც მისი ყოფილი და დღევანდელი აღსაზრდელების კონცერტი თავისი და ამ მოსწავლეების სიამოვნებისათვის. ნელ-ნელა იდეა დაიხვეწა, გაფართოვდა და ქველმოქმედების უაღრესად კეთილი მუხტით და შინაარსით შეივსო - აჩუქოს ერთი იმედიანი, ლამაზი დღესასწაული თიანეთის მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვებს და ღონისძიებიდან მიღებული შემოსავლით თუნდაც ერთი წამლის საკმარი თანხით დაეხმაროს მათ ოჯახებს.

2023 წლის 22 ივლისს, 15.00 სთ. თიანეთის კულტურის სახლის დარბაზში გიწვევთ დიდ საქველმოქმედო კონცერტზე ქეთევან შარმიაშვილის სხვადასხვა თაობის აღსაზრდელების მონაწილეობით“...

"ქეთევან შარმიაშვილი ჩემი მეგობარიცაა და მისი ცხოვრების მძიმე ეტაპების თანმხლებ-თანაზიარი მეც გავხდი. იგი მართლაც სიკეთის გასამრავლებლად დაბადებული ადამიანია და მუდამ მის გვერდით დგას მეორე უკეთილშობილესი და ქველმოქმედი ქალბატონი - მარიამ ხუცურაული. ისინი დობილებივით არიან და ბევრ კარგი საქმე გაუკეთებიათ თავისი საყვარელი თიანეთისთვის, სიონისთვის, და არა მარტო თიანეთისა და სიონისთვის. ახლა ამ ბავშვების დახმარებას აპირებენ და მათი კეთილშობილება გადამდებია. სიკეთის ქმნა კი, დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს იმაზე უკეთესებად გვაქცევს, ვიდრე დღეს ვართ. უფრო ზუსტად, ეს ჩვენი ცხოვრებისეული შანსია - დავეხმაროთ სხვებს და ამით, ვფიქრობ - საკუთარ თავსაც. მესმის, ყველას დახმარებას ვერ შევძლებთ, მაგრამ თუნდაც 1 ლარით რომ შევეწიოთ ამ ბავშვებს, ვინ იცის, რა სასიკეთოთ შეიცვალოს მათი ცხოვრება!

ასე რომ, 22 ივლისს, 15.00 საათზე თიანეთის კულტურის სახლში გიწვევთ შშმ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე "და სიკეთისთვის შეიქმნა ადამიანი...“

სიკეთის საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია "ჩვენი ფშავი“, რომელსაც თავად მარიამ ხუცურაული ხელმძღვანელობს.

ვიმედოვნებთ სიხარულით შემოუერთდებით ჩვენს საქველმოქმედო საღამოს და თქვენს წვლილს შეიტანთ თიანეთელი პატარების სიხარულში.

ბავშვებისათვის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ა(ა)იპ "ჩვენი ფშავის“ ანგარიშზე, საქართველოს ბანკი GE95BG0000000982812800GEL

დანიშნულება "თიანეთის შშმ ბავშვებისათვის“!

ირმა ხარშილაძე