ავტორი:

გარეული ცხოველი, რომელსაც ბერლინში ეძებენ, შესაძლოა, არა ლომი, არამედ ტახი იყოს

გარეული ცხოველი, რომელსაც ბერლინში ეძებენ, შესაძლოა, არა ლომი, არამედ ტახი იყოს

ბერლინში ძუ ლომს ეძებენ, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ის საჯარო სივრცეში შენიშნეს. ძებნის სამუშაოები ერთ დღეზე მეტია მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს მანამ, ვიდრე ისინი გაქცეული ლომის დაჭერას შეძლებენ.

"პოლიციამ ძებნა გასულ ღამეს დაიწყო და ტერიტორიას ორი შვეულმფენი სწავლობდა, დღეს კი ცხოველზე ძებნა გაფართოვდა და მასზე 100 ოფიცერი ნადირობს", - განაცხადა პოლიციის სპიკერმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არსება სინამდვილეში, გარეული ტახია - ერთ-ერთმა ექსპერტმა ბერლინის ადგილობრივ რადიოსადგურ RBB-ს განუცხადა, რომ კადრებში გამოსახული ცხოველი გარეულ ღორს უფრო ჰგავს, ვიდრე ლომს.

აღსანიშნავია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ლომი შენიშნეს, ვერ იპოვეს ვერც თათების ნაკვალევი და ვერც დნმ-ის მასალა.