ავტორი:

ნანუკა სტამბოლიშვილის პარტნიორი ცნობილ სერიალს ტოვებს - რას წერს თურქული მედია ჰალილ იბრაჰიმის გადაწყვეტილების მიზეზებზე

ნანუკა სტამბოლიშვილის პარტნიორი ცნობილ სერიალს ტოვებს - რას წერს თურქული მედია ჰალილ იბრაჰიმის გადაწყვეტილების მიზეზებზე

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მსახიობმა ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა სეზონის ბოლოს სერიალი Emanet დატოვა.

ეს ის სერიალია, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი ასრულებს. ჰალილი კი ნანუკას უწევდა პარტნიორობას.

ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი მსოფლიოში სწორედ სერიალ Emanet-ით გაიცნეს.

თურქი ჟურნალისტი ბირსენ ალთუნთაში საკუთარ ბლოგზე წერს, რომ ჯეიჰანს FOX TV-ს ახალ სერიალში, Dirty Basket-ში გადაიღებენ.

ახალ სერიალში ჰალილის გმირის სახელი მურათი იქნება. რაც შეეხება პარტნიორ ქალს, სერიალში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, მელისა დონგელი შეასრულებს.

ვინ შეცვლის "გაუცინარ კაცს“ სერიალში და დარჩება თუ არა ნანუკა სტამბოლოშვილი Emanet-ში, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია უცნობია.