ავტორი:

"ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას" - ზელენსკი

"ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას" - ზელენსკი

ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რამე პატარა ლოჯისტიკური გზა არაა. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ნეიტრალიზებული უნდა იქნას“, - განაცხადა ზელენსკიმ.