ავტორი:

თბილისი აგვისტოში დასასვენებლად რუსებისთვის მეორე ქალაქია

თბილისი აგვისტოში დასასვენებლად რუსებისთვის მეორე ქალაქია

თბილისი რუსებისთვის აგვისტოში დასასვენებლად ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებებს შორის, სტამბოლის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის სერვის OneTwoTrip-ის უცხოური სასტუმროების ჯავშნების ანალიზში წერია, რასაც "რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სერვისის მონაცემებით, თბილისს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 4,4% უკავია, ხოლო წლის განმავლობაში თბილისის საცხოვრებლებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად, კერძოდ, 69,2%-ით გაიზარდა.

OneTwoTrip ცალკე ასახელებს ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრას, რომელსაც ჯავშნების 2%-იანი მაჩვენებლით რუსებს შორის მოთხოვნადი ქალაქების სიაში ადგილი ნეაპოლსა და ტოკიოს შორის უკავია.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის წლიური ზრდის თვალსაზრისით თბილისი სტამბოლზე პოპულარულია, რადგან წლის განმავლობაში თურქეთის ქალაქის საცხოვრებლებზე მოთხოვნა 19,5%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, სტამბოლს რუსეთის ფარგლებს გარეთ სასტუმროების ჯავშნების მთლიანი რაოდენობის 6,6% უკავია და პირველ ადგილზეა. განაგრძეთ კითხვა