ავტორი:

"ეს იყო სიგნალი - რამზან, ყველას ფეხებში ნუ ედებიო" - ძალოვნების რეიდი მოსკოვში, მეჩეთში და გაბრაზებული კადიროვი - კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს არ უსმენს

"ეს იყო სიგნალი - რამზან, ყველას ფეხებში ნუ ედებიო" - ძალოვნების რეიდი მოსკოვში, მეჩეთში და გაბრაზებული კადიროვი - კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს არ უსმენს

მოსკოვის გარეუბანში მდებარე მეჩეთში პოლიციის რეიდს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უკმაყოფილება მოჰყვა. მისი თქმით, "ეს უკვე მერამდენე შემთხვეაა, როდესაც მუსლიმთა სალოცავში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შედიან და დოკუმენტაციას ამოწმებენ, თითქოს იქ რაღაც დანაშაულებრივი ხდებოდეს, რაც მუსლიმთა შეურაცხყოფაა".

როგორც kavkaz-uzel.eu წერს, ასეთი ნაბიჯები კადიროვისთვის იმის მინიშნებაა, რომ "ცხვირი იქ არ უნდა ჩაყოს, სადაც მისი ადგილი არ არის"...

  • "პირდაპირ ნამაზის დროს შევიდნენ მეჩეთში, დოკუმენტრაციის შემოწმების საბაბით. ეს არის რეიდი და ამიტომაც, 15 ივლისს მოვითხოვე იმ ძალოვნების პასუხისგებაში მიცემა, ვინც ამაში მონაწილეობდა",- განაცხადა კადიროვმა.

გამოცემის ცნობით, ამავე მიზეზით, ადამ დელიმხანოვი, მოსკოვის ოლქის გუბერნატორს შეხვდა და ძალოვნების დასჯა მოითხოვა. მას მხარი დაუჭირა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება მიუღებელია.

"თუმცა, ჩრდილო კავკასიელი ლიდერების აღშფოთების მიუხედავად, მოსკოვის ოლქის გუბერნატორს მომხდარზე არც კომენტარი გაუკეთებია და აღარც დელიმონახოვი-მელიკოვთან შეხვედრის სურვილი გამოუთქვამს", - წერს kavkaz-uzel.eu.

რუსი პოლიტილოგის, სერგეი ჟავორონკოვის მოსაზრებით, "ბოლო ხანებში, მოსკოვში კადიროვის გავლენა შემცირდა და ეს ძალზედ თვალშისაცემია. ამის დასტურია ის, რომ მის არც ერთ მოთხოვნას არ გამოხმაურებიან. მაგალითად, მისი მილაშინზე თავდასხმა ისე გაატარეს, თითქოს არაც არაფერი მომხდარა. დააიგნორეს. პოლიტ ელიტაზე მას გავლენა არც არასდროს ჰქონია, თუმცა, კრემლში მხარდაჭერა ჰქონდა. ახლა კი, კრემლში იმდენი პრობლემაა, რომ ძალოვნების მეჩეთში რეიდის განსახილველად არავის სცალია.

კადიროვის განცხადება უფრო მუსლიმი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი, მათ რაღაც მკვეთრი ბიძგი სჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ კადიროვს გავლენები არ დაუკარგავს. ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როდესაც გაირკვევა, რომ კადიროვის მოთხოვნებაზე რეაქცია არავის აქვს და ეს მათ უკმაყოფილებას გამოუწვევს", - მიაჩია მას.

"კავკასიელ ხალხთა ასამბლეის" პრეზიდენტის, რუსლან კუტაევის თქმით, კადიროვის მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით მას აგრძნობინეს, რომ ყველაფერში ჩარევის უფლება არ აქვს.

"ეს იყო სიგნალი - რამზან, მიხედე შენს საქმეს და ყველას ფეხებში ნუ ედებიო. ჩვეულებრივ, ძალოვნები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებენ, ისინი ზემოდან იმართებიან. საქმე ის არის, რომ მხოლოდ ერთ მეჩეთში არ ჩატარებულა რეიდი, ეს კი პუტინის ბრძანება იყო. მათ თავად გადაწყვიტეს, სად უნდა შესულყვნენ და სად - არა. ჩვენ კი, რელიგიით შეფუთული არაერთი დანაშაულებრივი საქმიანობა გვინახავს, ხომ ასეა?!

როდესაც ასეთი ოპერაცია იგეგმება, არავინ ფიქრობს, რომ ამან შეიძლება კადიროვის ან სხვა რესპუბლიკების მეთაურების იმიჯი შეარყიოს, თუმცა, ისინი ასე მიიჩნევენ. მან კი ეს გამოიყენა და ეს ოპერაცია მუსლიმების შეურამცხყოფელ ჟესტად წარმოაჩინა, რაზეც მას უპასუხეს - ყველაფერი შენი საქმე არ არის, შენი ადგილი იცოდე", - მიაჩნია "კავკასიელ ხალხთა ასამბლეის" პრეზიდენტს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მსგავსი ინცინდენტი მოსკოვში აპრილშიც მოხდა. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა, ტბასთან ახლოს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდა. მოსკოვის მერმა პირობა დადო, რომ "კოსინოს წმინდა ტბასთან" ახლოს მეჩეთი არ შენდებოდა. თუმცა, საქმეში კადიროვი ჩაერია. მაშინ ადილობრივი უფლებადამცველები წერდენ, რომ კადიროვს უნდოდა, მუსლიმების წინაშე რელიგიის დამცველ პერსონად წარმოეჩინა თავი. საბოლოოდ, მეჩეთის მშენებლობის ბედი ისევ გაურვეველი დარჩა.

კადიროვის მოთხოვნას, დაისაჯოს მეჩეთში რეიდის მომწყობი ძალოვნები, ადგილობრივების პროტესტის მოჰყვა. მათი თქმით, "კადიროვი არც ისეთი სულელია, რომ თავის გავლენების მიმართ ასეთი გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდეს, მაგრამ ახლა თავს "გადაფასებულად" გრძნობს და ცდილობს, მისი პერსონის მნიშვნელობა წარმოაჩინოს. პუტინის რეჟიმის საშინელი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, კიდევ იმით არის, რომ ასეთი პირები თავის თავს ამგვარ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვფიქრობ, მისი იგნორი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა", - მიაჩნია ილია მაგომედოვს.