ავტორი:

საქართველოში ზოგან ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსი  იქნება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში ზოგან ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსი  იქნება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

"აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.