ავტორი:

"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშვილი დაქორწინდა: ვინ არის სპორტსმენის რჩეული

"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშვილი დაქორწინდა: ვინ არის სპორტსმენის რჩეული

"ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი", - ამბობს ფეხბურთში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე. ამ თაობაში კი უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია ზურიკო დავითაშვილს, რაც ნიდერლანდებთან მატჩის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

რა პიროვნული თვისებებით არის ის გამორჩეული, როგორი შვილი და ვინ არის მისი რჩეული და რა განცდაა, როდესაც შენი შვილის სახელს სტადიონზე ათასობით ადამიანი სკანდირებს? ამ ყველაფერზე ჟურნალ "გზას" ზურიკო დავითაშვილის დედა თამუნა წიწილაშვილი ესაუბრა. როგორც ფეხბურთელის დედა ამბობს, ზურიკო ახლახან დაქორწინდა: სპორტსმენის რჩეული მია გზირიშვილია;

- ცნობილია, რომ ზუკა შეყვარებულია, მისი რჩეული მია გზირიშვილია. მათ ურთიერთობაზე რას გვეტყვით?

- მია არაჩვეულებრივი გოგოა, შეიძლება ითქვას, რომ ზუკას მეუღლეა, ხელი უკვე მოაწერეს.

- ეს ახალი ამბავია?

- დიახ, ახალია. ხელი მოულოდნელად მოაწერეს, საფრანგეთში საბუთებისთვის სჭირდებოდათ. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან.

- ზუკა როგორი შეყვარებულია, რომანტიკოსია?

- კი, ძალიან, შეყვარებულს სულ სიურპრიზებს უწყობდა. მიას კოვიდი ჰქონდა და ბუნებრივია, სახლიდან არ გადიოდა. ზუკა თურქეთიდან ჩამოვიდა ისე, რომ არ უთხრა და სახლთან სასწაული ფეიერვერკი მოუწყო.

- მალე ქორწილსაც ხომ არ გეგმავენ?

- მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია, ვერ გეგმავენ. ქორწილი აუცილებლად იქნება, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცით.

- ზუკა და კვარა მეგობრობენ, არა?

- 10-11 წლის იქნებოდნენ, ერთმანეთს "დინამოს" აკადემიაში რომ შეხვდნენ. კვარას მამა და სულო ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ, ერთად თამაშიც მოუხდათ. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ვახლობლობდით და ახლაც ასეა, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ.

- ამბობენ, ზუკა კვარას მეჯვარე უნდა იყოს. ასეა?

- რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ ვეკითხები, თავად გადაწყვეტენ.

- ცნობილია, რომ მია და ნიცაც მეგობრობენ...

- ბავშვობიდან ერთად მოდიან, ზუკამ მია ნიცასგან გაიცნო. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად