ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
"ელექტროენერგიის ხაზი დაზიანდა, ადგილობრივებმა შესაკეთებლად გამოიძახეს და შემთხვევაც იმ დროს მოხდა. დენმა დაარტყა და დაიღუპა", - უყვება თვითმხილველი TV25.GE-ს.