ავტორი:

სარაკეტო იერიში ოდესაზე - ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და პორტი იყო: არის მსხვერპლი (ფოტოები)

სარაკეტო იერიში ოდესაზე - ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და პორტი იყო: არის მსხვერპლი (ფოტოები)

რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 19 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის“ ცნობით, რუსებმა ოდესაზე თავდასხმისთვის 5 ტიპის რაკეტა, "კალიბრის“, ონიქსის“, Х-22-ის, "ისკანდერ კ“ და ბალისტიკური "ისკანდერ მ“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. ამასთან, დანარჩენმა რაკეტებმა დააზიანეს პორტის ინფრასტრუქტურა და სულ მცირე ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.

"დაზიანდა ათობით ავტომობილი, ქალაქის ბევრი კორპუსის ფასადები და სახურავები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა", - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.