ავტორი:

ოკუპანტების შეტევისას ოდესაში ფერისცვალების ტაძარი დაზიანდა (ფოტოები)

ოკუპანტების შეტევისას ოდესაში ფერისცვალების ტაძარი დაზიანდა (ფოტოები)

რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 19 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის“ ცნობით, რუსებმა ოდესაზე თავდასხმისთვის 5 ტიპის რაკეტა, "კალიბრის“, ონიქსის“, Х-22-ის, "ისკანდერ კ“ და ბალისტიკური "ისკანდერ მ“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. ამასთან, დანარჩენმა რაკეტებმა დააზიანეს პორტის ინფრასტრუქტურა და სულ მცირე ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინული მედიის ცნობით, შეტევისას დაზიანდა ოდესის ფერისცვალების ტაძარი