ავტორი:

"ვაგნერელები“ დასავლეთში წასვლას ითხოვენ, ვეკითხები, "რა გინდათ იქ?“ - ლუკაშენკოს თქმით, "ვაგნერელებს" ვარშავაში "ექსკურსიაზე" წასვლა სურთ

"ვაგნერელები“ დასავლეთში წასვლას ითხოვენ, ვეკითხები, "რა გინდათ იქ?“ - ლუკაშენკოს თქმით, "ვაგნერელებს" ვარშავაში "ექსკურსიაზე" წასვლა სურთ

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები შეხვედრას მართავენ. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და საუბრობენ უკრაინელების დანაკარგებზე.

საუბრისას ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ "ვაგნერს“ ვარშავაში "ექსკურსიაზე წასვლა სურს".

"ვაგნერელები“ გვძაბავენ. ითხოვენ, რომ დასავლეთში წავიდნენ. ვეკითხები, "რა გინდათ იქ?“ ამბობენ, წავალთ, ვარშავაში და ჟეშაში ექსკურსიაზე. ჟეშა მათთვის ძალიან მიუღებელია. როცა ისინი ბახმუტში იბრძოდნენ, იცოდნენ, საიდანაც მოდიოდა დასავლური ტექნიკა. შინაგანად ესმით, რომ ჟეშა - ტკივილია. რა თქმა უნდა, მე ისინი კონტროლში მყავს და ბელარუსში არიან.

არ მინდა იქ გადავიდნენ, იმიტომ რომ არ აქვთ კარგი განწყობა. სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს რომ კარგად იციან, რა ხდება სამეკავშირეო სახელმწიფოს მიღმა.

ეს ისე ვთქვი, ამ ინიციატივას წინააღმდეგობას გავუწევთ და თქვენც გთხოვთ, რომ საკითხი თქვენც განხილოთ", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა რომ "პოლონეთი დასავლეთ უკრაინის მიწების დაპატრონებას აპირებს. ასეთ შემთხვევაში, თუ დასავლეთ უკრაინა დახმარებისთვის ბელარუსს ან რუსეთს მიმართავს, ისინი მზად იქნებიან დახმარების ხელი გაუწოდონ".

  • ავტორი: ანრი კურტანიძე