ავტორი:

სროლა თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე - რას აცხადებენ შსს-ში

სროლა თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე - რას აცხადებენ შსს-ში

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე ავტომობილიდან გაისროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საღამოს ორმა პირმა უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამოღებულია პნევმატიკური იარაღი.