ავტორი:

"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული - უმკაცრესად ვგმობ ოდესაზე თავდასხმას" - სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული - უმკაცრესად ვგმობ ოდესაზე თავდასხმას" - სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული!" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.

"უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე წუხელ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კორპუსი, ორი არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი.