გუშინ კასპში მომხდარმა უმძიმესმა ავარიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა: გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი.
სამივე მათგანი კლასელები იყვნენ და კასპში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ambebi.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ დაღუპულებიდან ერთ-ერთი, გიორგი წიკლაური, რომელიც საჭეს მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ჯერ კიდევ ის ვერსიაა, რომ ნასვამი იყო გიო და დიდი სისწრაფით მოდიოდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მეორე მანქანას შეეჯახა, სხვა დეტალები და ვერსიები ჯერ არ ვიცით... შეჯახების შემდეგ მანქანა გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა.
იმდენად წესიერები და ალალები იყვნენ, მაგ ბიჭებზე ცუდის მთქმელი არ არსებობს კასპში...
გიო წიკლაურს ცოლი ჰყავს, ახლა უნდა ემშობიარა დღე-დღეზე. მასაც მამა ყავს დაღუპული და თვითონ და მისმა ძმამ შეიქმნეს მომავალი, თავიანთი შრომით და წვალებით... წიკლაურის დედა საზღვარგარეთ იყო, ახლა ჩამოვიდა შვილის ქორწილისთვის და…" - გვიყვება გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი.
ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს.
ასევე იხილეთ: