ავტორი:

ასამდე ხანძრის კერა საბერძნეთის კუნძულებზე - კორფუდან 2 500-მდე ადამიანის, როდოსიდან კი 19 000-მდე პირის ევაკუაცია განხორციელდა

ასამდე ხანძრის კერა საბერძნეთის კუნძულებზე - კორფუდან 2 500-მდე ადამიანის, როდოსიდან კი 19 000-მდე პირის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულ კორფუზე (კერკირა) გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, 2 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ ტყის ხანძრის 82 კერის ჩასაქრობად, რომელთაგან 64 კვირას, ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს დაიწყო. ყველაზე რთული მდგომარეობაა კუნძულ როდოსზე, სადაც ხანძარს ექვსი დღეა ებრძვიან. საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრის გამო, როდოსზე 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემების თანახმად, კვირას პელოპონესის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ გიტეიოში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი 46.4 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.