ავტორი:

ორსული რიანა კვლავ ყურადღების ცენტრშია - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში?

ორსული რიანა კვლავ ყურადღების ცენტრშია - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში?

ორსული რიანა თავისი სამოსით კვლავ აოცებს პუბლიკას. 35 წლის მომღერალი ჯინსის შარვალსა და ატლასის მოსასხამში გლამურული იმიჯით გამოჩნდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში. ბარბადოსელი ვარსკვლავი თავის 1 წლის ვაჟთან ერთად ჯორჯო ბალდის რესტორანში მიემართებოდა.

რიანა და მისი შეყვარებული, A$AP Rocky 2020 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. წყვილს ვაჟი, RZA შარშან, მაისში შეეძინა. რიანამ მეორე შვილზე ორსულობის ამბავი Super Bowl-ის პერფორმანსის დროს გაამჟღავნა, თებერვალში. "დედობა ყველაფერია, მანამდე როგორ ცხოვრობდი ივიწყებ, ეს ყველაზე გიჟური რამაა",- განუცხადა მან ბრიტანულ Vogue-ს თებერვლის ინტერვიუში.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა