ავტორი:

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა

რუსული ძალები კიევს Shahed-ის დრონებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს რუსული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული მეექვსე თავდასხმაა მიმდინარე თვეში.

"საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ყველა საჰაერო სამიზნე დროულად იქნა აღმოჩენილი და განადგურებული კიევთან მიახლოებისას“, - აღნიშნა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.