ავტორი:

"უკრაინა ყირიმსა და ქერჩის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს" - რეზნიკოვი

"უკრაინა ყირიმსა და ქერჩის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს" - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე.

"ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას”, - აღნიშნა რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა, რეზნიკოვმა უპასუხა: "ნორმალური ტაქტიკაა, გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ“.