ავტორი:

"უკრაინელებმა რუსები ანდრეევკას მახლობლად მდებარე პოზიციებიდან უკუაგდეს" - უახლესი ცნობები უკრაინიდან: რა ხდება ფრონტის ხაზზე

"უკრაინელებმა რუსები ანდრეევკას მახლობლად მდებარე პოზიციებიდან უკუაგდეს" - უახლესი ცნობები უკრაინიდან: რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის, ანდრეი კოვალევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე სტარომაიორსკის მიმართულებით წარმატებით და მიაღწიეს ასევე წინ მიიწევენ ბახმუტთან.

„მათ წარმატებას მიაღწიეს ტარომაიორსკის მიმართულებით. ისინი მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე. მტერი აგრძელებს ძლიერ წინააღმდეგობას და იყენებს რეზერვებს“, - აღნიშნა კოვალევმა.

ასევე, მისი თქმით, თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით ანდრეევკას მახლობლად მდებარე პოზიციებიდან რუსები უკუაგდეს.

კოვალევის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით.

„თავდაცვის ძალების მიერ შეტევითი და თავდასხმითი ოპერაციების ჩატარების გამო, მტერი იძულებული გახდა ანდრეევკას რაიონში პოზიციები დაეტოვებინა“, - აღნიშნა კოველევმა.