ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ "ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
"ოპელ ასტრა გზის გვერდით იყო გაჩერებული და ტრაილერი დაეჯახა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა ერთი მცირეწლოვანი ბავშვით. მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ“,-ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გრიგოლ ოქროაძე.