ავტორი:

"ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და ჩემს ოჯახზე სანამ რამეს იტყოდე, სჯობს დაფიქრდე" - ლენუკა ყიფშიძე ყოფილი რძლის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება

"ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და ჩემს ოჯახზე სანამ რამეს იტყოდე, სჯობს დაფიქრდე" - ლენუკა ყიფშიძე ყოფილი რძლის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება

მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს ენი გასიევას დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ენი "ოფენ ეარზე“ ახალგარზდა კაცს მკერდზე კოცნიდა. მალევე ლენუკა ყიფშიძემ განმარტა, რომ ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა.

მართალია, ენიმ უკვე ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ბოლო დროს ის და გიორგი ერთმანეთს ვერ უგებდნენ და დაშორების მიზეზიც ეს იყო, მაგრამ "ია ფარულავას კონვერტში“ დეტალურად მოჰყვა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ყიფშიძეების სახლი.

"პომადით კოცნის ვიდეო რომ გავრცელდა, მე და გიორგი დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან მე მიყვარდა და მიყვარს და მასაც ვუყვარდი და ვუყვარვარ. ახლაც როგორც ადამიანი, ძალიან მიყვარს, ბევრი კამათის ფონზე ცოტა ვდისტანცირდით... ჩემი ჩემოდნები ისედაც ჩალაგებული იყო, ელოდებოდა როდის წამოვიდოდი. მაშინ გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ, გადაგიყრიო. მანამდეც უთქვამს მსგავსი რაღაცები." - თქვა ენიმ.

ყოფილი რძლის სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა ლენუკა ყიფშიძე.

"მაგარი არეული გაქვთ რამსები. თვეებია გაშორდნენ. ეგ ერთი, ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და ჩემს ოჯახზე სანამ რამეს იტყოდე, ჩემო ლამაზო და კარგო, ჯობია დაფიქრდე, რა უნდა თქვა და მერე კი ბატონო, თქვი. ისე, ადამიანები ნაკლებად დაუნახავები ვიყოთ, მეტად ბედნიერები ვიქნებოდით" - წერს ლენუკა ყიფშიძე "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: