ავტორი:

საბერძნეთში ხანძრის ქრობის სამუშაოს შესრულებისას, სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)

საბერძნეთში ხანძრის ქრობის სამუშაოს შესრულებისას, სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა კუნძულ ევიაზე მოხდა, სადაც თვითმფრინავი ხანძრის ქრობის სამუშაოებს ასრულებდა.

ადგილობრივმა სატელევიზიო არხმა ERT-მ აჩვენა ავიაკატასტროფის ამსხველი კადრებიც. კადრებზე ჩანს, როგორ ჩავარდა ის კანიონში, რის შემდეგაც აფეთქების კადრები გამოჩნდა.

მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

საბრძნეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ხანძრის გამო კუნძულ როდოსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.