ავტორი:

სტიქია იტალიაში - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შტორმი მძვინვარებს, სიცილიაზე კი ხანძრებს ებრძვიან: სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც (ფოტოები)

სტიქია იტალიაში - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შტორმი მძვინვარებს, სიცილიაზე კი ხანძრებს ებრძვიან: სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც (ფოტოები)

ჩრდილოეთ იტალიაში შტორმი და ძლიერი ქარი მძვინვარებს, სიცილიაზე - ხანძრები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რეკორდული ტემპერატურების შემდეგ, სიცილიაში ხანძრები მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქი პალერმო ცეცხლშია გახვეული.

ამავდროულად, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში შტორმი და ძლიერი ქარია.

BBC-ის ინფორმაციით, ზოგიერთ ადგილას ტენისის ბურთის ზომის სეტყვამ ხალხი, მანქანები და მოსავალი დააზიანა.

ქალაქ ბრეშიასთან 16 წლის გოგო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მის კარავს ხე დაეცა. მილანთან, ქალაქ ლისონში კი საშუალო ასაკის ქალს ხე დაეცა და დაიღუპა.