ავტორი:

პირველად - რუსული საჰაერო დარტყმები ნატოს საზღვრიდან 500 მეტრში: ადგილი, რომელიც "შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების თავდასხმების სამიზნე გახდა

პირველად - რუსული საჰაერო დარტყმები ნატოს საზღვრიდან 500 მეტრში: ადგილი, რომელიც "შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების თავდასხმების სამიზნე გახდა
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთ-უკრაინის ომი ასე ახლოს, სულ რაღაც ნახევარ კმ-ში პირველად მიუახლოვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს, მას შემდეგ, რაც 24 ივლისის ღამეს რუსულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქ რენის პორტზე.

ქალაქი რენი უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს, მდინარე დუნაის დელტაში და იქ მოქმედი სავაჭრო პორტი ნატოს წევრი რუმინეთიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული.

ბოლო ერთი კვირაა, რუსეთი განსაკუთრებული დაუნდობლობით ბომბავს უკრაინის საზღვაო პორტებს ოდესაში, ჩერნომორსკში, იუჟნიში, ნიკოლაევში, რათა გაანადგუროს საპორტო ინფრასტრუქტურა და უკრაინას გაუძნელოს საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტი, რაც დღეს ომში მყოფი უკრაინის ხაზინის სავალუტო მარაგის ერთ-ერთ მთავარ შემავსებელ საშუალებას წარმოადგენს.

შავი ზღვის პორტების სისტემატური დაბომბვის ფონზე, უკრაინამ სცადა გამოსავლის პოვნა და მარცვლეულის სავაჭრო გემებზე დატვირთვა რენისა და იზმაილის პორტებში დაიწყო, რომლებიც მდინარე დუნაის დელტაში მდებარეობენ. მდინარე დუნაი შავ ზღვას უერთდება და ამასთანავე, მასზე უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადის... წაიკითხეთ სრულად