Toyota ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია, რომელიც განსაკუთრებულად მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა. ბრენდის ისტორია ჯერ კიდევ 1937 წლიდან იაპონიაში იწყება და დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებს ავტომობილების წარმოების ინდუსტრიაში. იაპონური ხარისხი, სანდოობა, გამძლეობა და ხელმისაწვდომობა - ამ ყველაფერს ტოიოტას ავტომობილები ნამდვილად აერთიანებს.
ტოიოტას ავტომანქანები საქართველოშიც ძალიან მოთხოვნადია. ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ტოიოტას ახალი და მეორადი ავტომანქანები. ტოიოტას მეორადი მანქანების შეძენა Tegeta Approved-ზეც არის შესაძლებელი.
პლატფორმაზე განთავსებული მეორადი მანქანები მაღალი ხარისხით, მცირე გარბენითა და ხანგრძლივი, 5-წლამდე გარანტიით გამოირჩევა, რაც კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. ზოგადად მეორადი მანქანები საქართველოში საკმაოდ გაყიდვადია. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე იშვიათად თუ შეხვდებით ხარისხისა და სანდოობის ისეთივე სინთეზს, როგორსაც Tegeta Approved გთავაზობთ.
Tegeta Approved საერთაშორისო აუქციონსა და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ავტომობილებით არის დაკომპლექტებული. თითოეულ მათგანს აქვს სუფთა ისტორია, დაბალი წლოვანება და მცირე გარბენი, რაც მომხმარებლისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.
ტოიოტას მეორადი ავტომობილები Tegeta Approved-ზე საკმაოდ პოპულარულია. პლატფორმაზე შეხვდებით ტოიოტას მოთხოვნად მოდელებს: Toyota camry-ს 2021 წლის მოდელს, TOYOTA RAV 4-ის 2022 წლის ჰიბრიდულ ვერსიას ან თუნდაც Toyota highlander-ის მოდელს 3.5L V6 DOHC 24V ძრავით და სხვა.

TOYOTA CAMRY SE 2021 წლის მოდელი საწვავის ჰიბრიდული ტიპით გამოირჩევა. ავტომობილს აქვს ყველაფერი, რაც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. ტყავის ინტერიერი, ავტომატური ფარები, კარის საკეტები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის და სხვა.

TOYOTA RAV 4 XLE Premium 2020 წლის გამორჩეული დიზაინის მქონე ავტომობილია, რომელიც კვლავ არ კარგავს აქტუალურობას. ის არაჩვეულებრივი არჩევანია ქალაქში თუ ქალაქგარეთ გადასაადგილებლად. ავტომობილს გარბენი 23,458 კმ, აქვს ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ტყავის ინტერიერი და სხვა მახასიათებლები.

TOYOTA HIGHLANDER XLE AWD V6 2021 შავი ფერის კლასიკური მოდელი კომფორტის, ხარისხისა და საიმედოობის ნამდვილი სინთეზია.
სასურველი მეორადი მანქანების ყიდვა Tegeta Approved-ზე ძალიან მარტივია. საკმარისია ეწვიო საიტს, ონლაინ შოურუმში შეარჩიო სასურველი მოდელი და ღილაკზე ერთი დაჭერით, მინიმალურ დროში გახდე ავტომობილის მფლობელი. ამავე საიტზე სასურველი ავტომობილი შეგიძლია დაათვალიერო 360 გრადუსით, შემდეგ ჩაეწერო ტესტ-დრაივზე და გამოსცადო მისი შესაძლებლობები.
გარდა ამისა, Tegeta Approved-ზე შეგიძლია ისარგებლო გადახდის მოქნილი, შენზე მორგებული პირობებით. შეიძინო ავტომობილი განვადებით (ისარგებლო ბანკისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით) ან უნაღდო ანგარიშსწორებით. ზემოაღნიშნული პირობების გარდა, Tegeta Approved გაყიდვის ან გაცვლის სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს, რასაც სულ რაღაც 1 სამუშაო დღე სჭირდება.
როგორც უკვე შეიტყვე, „თეგეტა“ საშუალებას გაძლევს ტოიოტას ავტომობილები ძალიან მარტივად, მცირე დროსა და მინიმალური ძალისხმევით, ფაქტობრივად სახლიდან გაუსვლელად შეიძინო. Tegeta Approved მართლაც ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას, აქამდე ავტომობილების შეძენა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.
(NS)