ავტორი:

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული დღეები გვაქვს" - სიცხისა და ხანძრების შედეგად სხვადასხვა ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 40-ს აჭარბებს

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული დღეები გვაქვს" - სიცხისა და ხანძრების შედეგად სხვადასხვა ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 40-ს აჭარბებს

ალჟირში, იტალიასა და საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო უკვე 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი ევაკუირებულია.

ხანძრები მძვინვარებს ასევე კორფუსა და ევიას კუნძულებზე. სიცხეებს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს - საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურის 44°C)-მდე მატებაა მოსალოდნელი.

სიცილიასა და პულიაში გაჩენილმა ხანძრებმაც ათასობით ადამიანი აიძულა, რომ სახლები დაეტოვებინათ.

ხანძრის გაძლიერებას ხელს უწყობს და ჩაქრობის პროცესს აფერხებს ძლიერი ქარი.

  • ხანძრისა და სიცხის შედეგად, ალჟირში 34 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორისაა 10 ჯარისკაცი, რომლებიც ალჟირის აღმოსავლეთით სანაპირო პროვინცია ბეჯაიაში, ევაკუაციის დროს ცეცხლის ალყალში მოხვდნენ.

მხოლოდ ბეჯაიაში 23 დაღუპულია, - იტყობინება ადგილობრივი მედია.

ალჟირის ხელისუფლების ცნობით, მათ კვირას ხანძრების 80% ჩააქრეს და მეხანძრეები ისევ აგრძელებენ მუშაობას. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყნის 13 რეგიონიდან 6-ში ხანძრის უკიდურესი საფრთხეა.

კლიმატის ცვლილების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ანაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ინტენსიური სიცხე და ხანძრები ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.

ბოლო დღეებში, კუნძულ როდოსზე, სახლებიდან და კურორტებიდან 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საბერძნეთში, დასაქმებულთაგან ყოველ მეხუთე ადამიანს, ტურიზმით აქვს შემოსავალი. ტურიზმის ინდუსტრია როდოსის და მრავალი სხვა კუნძულისთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი, ხანძრების გამო კი ქვეყანა გამოუვალ სიტუაციაში ვარდება.

იტალიის ქალაქ კატანიის ნაწილს წყალი და ენერგიის მიწოდება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ტემპერატურის 47.6 გრადუსამდე ასვლის გამო სადენები გადაიწვა. იტალიის ადრიატიკის სანაპიროზე, ფოჯას რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა კი 2000 ადამიანი აიძულა სასტუმროებიდან და ბანაკებიდან ევაკუირებულიყო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშ ქარიშხალი მძვინვარებს, ქარიშხლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანია.

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში იტალიისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეები გვაქვს - ჩრდილოეთში წვიმა ტორნადო და სეტყვაა, ცენტრსა და სამხრეთში კი მცხუნვარე სიცხე და გამანადგურებელი ხანძრები",- განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა