არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ფაქტზე პოეტი დავით გაბისკირია დააკავეს. როგორც ცნობილია, უთანხმოება ბიზნეს წილებზე დავას უკავშირდება.
შემთხვევა გუშინ მოხდა. 38 წლის ბიზნესმენს ტყვია ფეხის არეში მოხვდა.
გურგენიძე სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. დაჭრისას ტატო გურგენიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი პარტნიორი კომპანიის თანამფლობელი გიორგი ახობაძეც, თუმცა სროლა მესამე პირის მხრიდან განხორციელდა.
დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.