ავტორი:

"ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ... ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა" - გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს

"ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ... ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა" - გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს.

„ჩემი შთაბეჭდილებით, ვერაფერსაც ვერ შეძლებს, რადგან გუშინაც გადასხმა გაუკეთეს და ახლა გაუკეთებენ სისხლის გადასხმას. მე მახსოვს წინა სისხლის გადასხმისას ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო.

ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ. ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა, სისუსტე აქვს საშინელი, სად ჩაერთვება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.