ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ახალმა ქართულენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით მოიპოვა.
რა უპირატესობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს?
- Evex ჰოსპიტლების გრანტის მიღების შესაძლებლობას - TOP 5 აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, 100%-ით დაუფინანსდება სწავლების სრული პირველი წელი;
- Evex ჰოსპიტლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე კლინიკური პრაქტიკის გავლის უნიკალურ შესაძლებლობას;
- სწავლების ინტეგრირებულ მეთოდს - საბაზისო და კლინიკური დისციპლინების ჩართულობით ორგანოთა სისტემების ერთ სიბრტყეში განხილვასა და მედიცინის დარგში შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას (პროგრამა 4 ფაზაD არის წარმოდგენილი: საბაზისო, პრეკლინიკური, კლინიკური, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა);
- პრაქტიკულ სწავლებას ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო ლაბორატორიებში: OSCE Center, საბაზისო-კლინიკური უნარების ლაბორატორია, სიმულაციური კლინიკა და სხვა;
- სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;
- პრაქტიკის გავლას, როგორც Evex-ის ჰოსპიტლების ჯგუფში შემავალ კლინიკებში, ასევე, სხვა პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში;
- პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს;
- United State Medical Licensing Examination (USMLE) - აშშ-ში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;
- ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე, რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მედიცინის ქართულენოვანი პროგრამა საგამოცდო ცენტრის ბაზაშიც დაამატონ - https://shorturl.at/fiqKS
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://alte.edu.ge/ka/program/meditsina-qartulenovani.
(R)