27 ივლისს, 19:00 საათზე გამომცემლობა "პალიტრა L" მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს, ლექსების კრებულის - "საღამო არის ჩემი წიგნი" წარდგენაზე გიწვევთ.
რაინერ მარია რილკე მე-20 საუკუნის დასაწყისის გამოჩენილი გერმანელი პოეტი და მწერალია, რომლის ნაწარმოებები შთაგონების ამოუწურავი წყარო გახდა მრავალი მკითხველისთვის მთელს მსოფლიოში. მისი უნიკალური სტილი და ღრმა აზრები მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებსა და ხელოვნებაში აისახა.
წიგნის პატარა კრებულში რაინერ მარია რილკეს 50 ლექსია შესული.
რილკე არა მხოლოდ ცნობილი პოეტია, არამედ შთაგონებისა და სიბრძნის წყაროც, რომელმაც ენით აუწერელი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურაში. მისი ნამუშევრები კვლავ აღფრთოვანებულს ტოვებს მკითხველს და შთააგონებს ახალ შემოქმედებით მიღწევებს.
რილკეს შემოქმედებას ქართულ ენაზე დიდი სიფრთხილითა და დაფიქრებით წლების განმავლობაში თარგმნიდა პოეტი ირმა შიოლაშვილი.
"საღამო არის ჩემი წიგნი“ - ამ თარგმანებს ერთად უყრის თავს კრებულის სახით, რომელიც, ლიტერატორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, "დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია...“
სხვადასხვა და ხშირად გენიალური მთარგმნელების მიერ ნათარგმნი ლექსებიც კი, რომელიც ქართველი მკითხველისათვის უკვე კარგად ცნობილია, ირმა შიოლაშვილის თარგმანებით განსხვავებულად და ახლებურად იკითხება.
შეხვედრას მოდერატორობას გიორგი ლობჟანიძე გაუწევს. წიგნის წარდგენა გაიმართება მწერალთა სახლში, ივ. მაჩაბლის 13-ში, 27 ივლისს, 19:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია!
იხილეთ ღონისძიების ბმული
R