ავტორი:

კაბიანი "პაბლო ესკობარი" ანუ ვინ არის ბორჯომელი ხათუნა?! - სავარაუდოდ, ის ნარკორეალიზატორთა ჯგუფს თურქეთიდან მართავდა

კაბიანი "პაბლო ესკობარი" ანუ ვინ არის ბორჯომელი ხათუნა?! - სავარაუდოდ, ის ნარკორეალიზატორთა ჯგუფს თურქეთიდან მართავდა

გასულ კვირას სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს - ნარკოკარტელის სქემაში მონაწილე პირები სამი წელი ისე ასაღებდნენ ნარკოტიკებს, რომ მათ კვალს ძალოვნებმა ვერ მიაგნეს. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბორჯომელი ნარი კაჯაევა, მეტსახელად ხათუნა, რომელმაც თურქ და ბულგარელ თანამზრახველებთან ერთად საერთაშორისო ნარკოქსელი შექმნა.

სავარაუდოდ, ის ჯგუფს თურქეთიდან მართავდა და საქართველოდან ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული მილიონობით ლარი უპრობლემოდ გაიტანეს - ფული თურქეთში ირიცხებოდა. ამ პერიოდში სხვადასხვა ვალუტაში 20-მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. როგორც ირკვევა, ჯგუფი შავ ფულს დაუბრკოლებლად ათეთრებდა, თურქეთსა და კვიპროსშიც ყიდულობდნენ ძვირადღირებულ უძრავ ქონებასა და ავტომობილებს.

ნარკოტიკული ნივთიერებები, ძირითადად, ტრაილერით შემოჰქონდათ და აქ აფასოებდნენ. ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა დათქმულ ადგილზე ათავსებდნენ. გაიშიფრა ასევე ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ქვეყნიდან გატანის გზებიც.

"სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან ჯგუფის სამი ხელმძღვანელი, ჯგუფის ორი წევრი და ე.წ. 16 "დამდები", რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან. დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ პირებს საქართველოში შემოჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ყიდდნენ: ჰეროინს, კოკაინს, "ბუპრენორფინს", "მეტადონს", "მეტამფეტამინს", "ამფეტამინსა" და "მდმას". განაგრძეთ კითხვა