ავტორი:

"ეგვიპტეში დასვენება აფხაზეთში დასვენებაზე გაცილებით იაფია... გიჟური ფასებია" - რუსი ტუროპერატორები ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ფასებით უკმაყოფილოები არიან

"ეგვიპტეში დასვენება აფხაზეთში დასვენებაზე გაცილებით იაფია... გიჟური ფასებია" - რუსი ტუროპერატორები ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ფასებით უკმაყოფილოები არიან

ოკუპირებული აფხაზეთის სამვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება რუსებს იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე ეგვიპტეში ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება.

ამის შესახებ რუსული ტურისტული სააგენტოს "სირენა თრეველის“ ხელმძღვანელმა, იულია რჟევსკაიამ განაცხადა. მისი სიტყვებით, მსგავს სიტუაციას 20 წლის განმავლობაში პირველად წააწყდა.

"ახლა ვუყურებდი აფხაზეთის 10-დღიან საგზურს ორ ადამიანზე, ბავშვით. საშუალო ვარიანტები კვებით ღირს 220-240 ათასი რუბლი. (6 346 – 6 923 ლარი. რედ). თუკი ნორმალურ, კომფორტულ ვარიანტს ნახავთ, რომელიც 4 ვარსკვლავთან იქნება ახლოს, მაშინ 280 000 რუბლი ეღირება. (8 077 ლარი). ადრე კი 120-150 000 რუბლად დაისვენებდით“, - ამბობს რჟევსკაია.

ასევე, მისი თქმით, აფხაზეთში საგზურის პოვნა მარტივია, თუმცა რამდენადაც ძვირი მიმართულება გახდა, დამსვენებლის რაოდენობამაც იკლო.

"იქ გიჟური ფასებია. პირველად 20 წლის განმავლობაში ვხედავ, რომ აფხაზეთში 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეგვიპტეში - 5-ვარსკვლავიანი“, - ამბობს ტურაგენტი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე